ესტონეთმა უკრაინას 80 მლნ ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა

გამოქვეყნდა:

ესტონეთმა უკრაინას 80 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადასცა. უკრაინული მედიის ცნობით, პაკეტში  შედის  Javelin-ებიც.

"ამით ჩვენ, ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ვაძლევთ მკაფიო სიგნალს კრემლს, რომ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვებამდე", - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა

დახმარება მოიცავს ტყვიამფრქვევებს, სახმელეთო და წყლის ტექნიკასა და  მყვინთავების აღჭურვილობასაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი