ოლიგარქის ორი ირაკლი | ივანიშვილის მორიგი პოლიტიკური ტრიუკის ამბავი

გამოქვეყნდა:

ბიძინა ივანიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ორი ირაკლით გამოდის, თუმცა იმ განსხვავებით რომ მათ როლები შეუცვალა. ირაკლი კობახიძე ოცნების მთავრობის მეთაური 8 თვის განმავლობაში იქნება. ირაკლი ღარიბაშვილს კი პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის სტატუსი ექნება საპარლამენტო არჩევნებზე. რატომ გაუცვალა ოლიგარქმა როლები ირაკლებს, ეს მხოლოდ თვითონ იცის. რეალურად ვერცერთი ირაკლი რომ გადაწყვეტილებას თვითონ ვერ იღებს, იმითაც დასტურდება რომ კობახიძის მინისტრთა კაბინეტში  ღარიბაშვილის მთავრობა უცვლელი შემადგენლობით რჩება. ერთადერთი ვინც შეცვალეს თავდაცვის მინისტრია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი