ქობულეთის შემოვლით გზას ორი ზოლი ემატება. სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტის შექმნა რუსეთის მოქალაქეს რობერტ პეტროსიანს და მასთან დაკავშირებულ კომპანიას დაუკვეთეს. 5 მილიონიან ტენდერში ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეს, ხელისუფლების ოპონენტების თქმით, იმიტომ გაამარჯვებინეს რომ ის ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატისა და ბიზნესმენის, იოსებ მაკრახიძის ბიზნესპარტნიორია.
ქობულეთის შემოვლით გზას საინტერესო ისტორია აქვს. ირაკლი კობახიძის გაპრემიერების შემდეგ, ის ოცნებიდან მეხუთე პრემიერი იქნება, რომლის დროსაც გზის მშენებლობის საკითხის ისევ აქტუალურია და დღის წესრიგში დგას.
დაიწყო 2016 წელს გიორგი კვირიკაშვილის პრემიერობის პერიოდში, დაპირებით რომ 4 ზოლიანი მაგისტრალი იქნებოდა. 2018 წელს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ 2 ზოლიანი გზა გახსნა. მაგისტრალის დანარჩენი ორი ზოლი და მილიონები სად წავიდა არავინ იცის. ახლა კი ისევ დღის წესრიგში დადგა დაკარგული 2 ზოლის დამატება.
ავტორები: ნანუკა მაღლაკელიძე; თეა ვაშალომიძე;