სამედიცინო უნივერსიტეტთან მდებარე "ნიკორას" ორ თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

გამოქვეყნდა:

მაღაზიათა ქსელ "ნიკორას" ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

არსებული ინფრომაციით, ვირუსით ინფიცირებული თანამშრომლები ვაჟა-ფშაველას გამზირზე, თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტთან მდებარე "ნიკორას" ფილიალში მუშაობენ. 

შეგახსენებთ, რომ  ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი