კუპიანსკის მიმართულებით მძიმე ბრძოლებია, ოკუპანტები ახალ რეზერვს ქმნიან | სირსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ალექსანდრე სირსკის განცხადებით, კუპიანსკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ფრონტის ყველა მონაკვეთზე და რუსების თავდასხმები ინტენსიურია. მისივე თქმით, ოკუპანტები ახალ რეზერვს ქმნიან.

სირსკიმ უშუალოდ საკონტროლო პუნქტებზე მოისმინა მეთაურების ანგარიშები და ოპერატიული შეხვედრები გამართა, რომლებზეც „დაზვერვის შედეგების გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის მოქმედების სავარაუდო სცენარები განიხილეს".

„თავდაცვის სტაბილურობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების გადასაჭრელად, გაცემულ იქნა საჭირო მითითებები და განხორციელდა ძალებისა და რესურსების გადანაწილება“ - ამბობს უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი