გასული დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის 5 თემი დაბომბეს. ოკუპანტების ცეცხლქვეშ იუნაკოვსკა, კრასნოპილსკა, ბილოპოლსკა, ველიკოპისარივსკა და ესმანსკა მოექცა.
როგორც სუმის ოლქი სამხედრო ადმინისტრაცია ამბობს, ერთ დღეში 76 აფეთქება დაფიქსირდა. მსხვერპლის ანდა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.