რუსეთმა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები დაბომბა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, ხარკოვისა და დონეცკის ოლქებში რუსეთის აგრესიის შედეგად 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

როგორც ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია იუწყება, ოკუპანტებმა 17-მდე დასახლებული პუნქტი დაბომბეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ორი კერძო სახლიც.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თქმით კი, რეგიონში რუსეთის თავდასხმების შედეგად დაშავებულთა საერთო რაოდენობა 4 500-ს აღემატება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი