ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა

გამოქვეყნდა:

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. 200-მდე პირი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს, რადგან ხანძრები ჯერჯერობით ლიკვიდირებული არ არის. ამას გარდა, მათი თქმით, ცეცხლი დასახლებულ პუნქტებამდე მივიდა.

ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო, რის შედეგადაც 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა. დამწვარია 1 100-ზე მეტი სახლი.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი