"ჩვენ არ დავთანხმდებით ყველა გარიგებაზე და ნებისმიერ ფასად" | ნეთანიაჰუ

გამოქვეყნდა:

"ჩვენ არ დავთანხმდებით ყველა გარიგებაზე და ნებისმიერ ფასად", - ამის შესახებ თელ-ავივში მთავრობის ყოველკვირეული შეხვედრის დასაწყისში გამოსვლისას, მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებაზე, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

"მინდა მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა - მთავარი მიზანი უპირველეს ყოვლისა ჰამასის ლიკვიდაციაა", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერმინისტრის განცხადებით, ისრაელს სამი პირობა დარჩა შესასრულებელი: ჰამასის დარჩენილი ბატალიონის განადგურება, რომელთაგან 24-დან 17 დამარცხებულია; გასუფთავების ოპერაციები, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ჩრდილოეთ და ცენტრალურ ზოლში დარბევის გზით აკეთებენ; და ჰამასის გვირაბის ქსელის განეიტრალება, "რაც მეტ დროს მოითხოვს".

ნეთანიაჰუს განცხადებით ომი დასრულდება მას შემდეგ, რაც ჰამასი იქნება ლიკვიდირებული, ყველა ისრაელის ტყვე გათავისუფლდება და როცა ღაზა ისრაელისთვის საფრთხე აღარ იქნება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი