დუბლინში მოხუცთა თავშესაფრის ძველი შენობა იწვის

გამოქვეყნდა:

დუბლინში, ბრიტასის მახლობლად, მოხუცთა თავშესაფრის ძველი შენობა იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დუბლინის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, გაჩენილი ხანძრის შესახებ ადგილობრივი დროით 07:00 საათზე აცნობეს. ამჟამად, ადგილზე ექვსი სახანძრო მანქანა და 40-ზე მეტი მეხანძრეა მობილიზებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ირლანდიური მაუწყებლის, RTÉ ცნობით, გასულ კვირას ყოფილი წმინდა ბრიჯიდის მოხუცთა სახლის ლტოლვილების განსახლებისთვის გამოსაყენებლად, დემონსტრაციები მოეწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი