გარიგება სეპარატისტებთან - თურქული თევზსაჭერი გემები დროებით ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან | Post Factum-მა დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა

გამოქვეყნდა:

"პოსტ ფაქტუმმა" მოიპოვა დამატებითი ვიდეომასალა და მტკიცებულებები, რომ თურქული თევზსაჭერი გემები ისევ ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან რჩებიან და მეტიც, მათ სულ ახალ-ახალი ხომალდები ემატებათ. არადა, ჩვენ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ვსაუბრობდით, რომ აფხაზეთში უკანონო თევზჭერას აქვს ადგილი, და ეს იმ ფონზე, როცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას შეუძლია აღკვეთოს ჩვენს აკვატორიულ წყლებში ამ ხომალდების გადაადგილება და მეტიც, ეს გემები დააჯარიმოს და პასუხისგებაში მისცეს მაშინაც, კი, როცა ისინი მაგალითად თურქულ პორტებში დაბრუნდებიან.

თვეზე მეტია გასული და საქართველოს ხელისუფლების ერთადერთი რეაქცია იყო ის, რომ უშუალოდ იმ მესაზღვრეების საკადრო წმენდა დაიწყო, ვინც ოკუპირებულ აფხაზეთთან მომიჯნავე მონაკვეთს უწევდნენ მონიტორინგს. ეს კი კიდევ ერთხელ აჩენს ეჭვს, რომ საქართველოს ინტერესების და საზღვრების ხარჯზე, ვიღაც სეპარატისტებთან ერთად კორუფციული გარიგებით ითბობს ხელს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი