ოლიგარქის ჩანაფიქრები | ივანიშვილის შესაძლო მზადება მარცხისთვის

გამოქვეყნდა:

რისი მიღწევა უნდა ბიძინა ივანიშვილს იმით, რომ ერთი მორჩილი ირაკლი მეორე მორჩილი ირაკლით ჩაანაცვლა? მითუმეტეს იმ ფონზე, რომ კაბინეტი უცვლელი შემადგენლობით გააგრძელებს მუშაობას. ესეც თავისთავად იმის დასტურია, რომ ივანიშვილის უშუალო მონაწილეობით ხდებოდა მათ დანიშვნაც. მაგრამ ახლა რა მოხდა? შესაძლოა თუ არა ეს მიანიშნებდეს იმაზე, რომ ის თადარიგს იჭერს ხელისუფლების გადაბარებისთვის? მითუმეტეს, რომ "ოცნების" წესდებაში შეტანილი ცვლილებით ის ასახელებს პრემიერობის კანდიდატს.  

ამან კი გააჩინა ვერსია, რომ ის შესაძლოა არჩევნების შედეგების მიხედვით, მისთვის კომფორტული ოპოზიციიდან აპირებდეს კანდიდატის დასახელებას - თუკი კოალიციური მთავრობის ფორმირება დასჭირდა და თან ამით დასავლეთსაც თავის კონსტრუქციულობას აჩვენებდა. მითუმეტეს, თუ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების გადაბარებაზე მივიდა საქმე, ის დასავლეთთან მოლაპარაკებას დაიწყებს მის ფულზე და მყარი ინსტრუმენტები დასჭირდება ამ პროცესისთვის.  

"ქართული ოცნების" ოპონენტების დიდი ნაწილი ივანიშვილის პარტიაში ივანიშვილის მიერვე დაწყებულ ცვლილებებს ოლიგარქიული რეჟიმის გარდაუვალი მარცხის წინა სამზადისად მიიჩნევენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი