ნამიბიის პრეზიდენტი გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

82 წლის ასაკში, ნამიბიის პრეზიდენტი ჰეიგი გეინგობი გარდაიცვალა. ამის შესახებ ვიცე-პრეზიდენტმა, ნანგოლო მბუმბამ განაცხადა.

ჰეიგი გეინგობის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ის დედაქალაქ ვინდჰუკის საავადმყოფოში მკურნალობდა და სწორედ კლინიკაში გარდაიცვალა.

ვიცე-პრეზიდენტმა მბუმბამ, როგორც მისმა შემცვლელმა, ფიცი მისი გარდაცვალებიდან 15 საათში დადო. ის თანამდებობას ამ წლის ბოლოს დაგეგმილ არჩევნებამდე დაიკავებს. "მე მივიღებ პასუხისმგებლობის ამ მძიმე მანტიას," - განაცხადა მბუმბამ ფიცის დადების ცერემონიაზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი