ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 64-მდე გაიზარდა. ამის შესახებ პრეზიდენტმა გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება.

"ჩვენ ვიცით, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება, ის მნიშვნელოვნად გაიზრდება... ჩვენ ძალიან დიდი მასშტაბის ტრაგედიის წინაშე ვდგავართ", - თქვა ბორიჩმა.

ჩილეს ხელისუფლებამ, ყველაზე მეტად დაზარალებულ რაიონებში, 9-საათიანი კომენდანტის საათი შემოიღო. ხელისუფლების განცხადებით, ასობით ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. დაზიანებულია 1000-ზე მეტი სახლი. ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით სულ 92 აქტიური ხანძრის კერა იყო, რის შედეგადაც 43,000 ჰექტარზე მეტი ფართობის ტყე განადგურდა. ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი