პარლამენტში მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ | მთავრობისთვის ნდობის გამოცხადებისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხისა და სამთავრობო პროგრამის განხილვა დაიწყო. 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს დეპუტატები მოუსმენენ იუსტიციის, შინაგან საქმეთა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატებს. 

დღეს ირაკლი ჩიქოვანი თავდაცვის მინისტრის კანდიდატის რანგში მისი უკვე ყოფილი კოლეგების წინაშე პირველად წარდგება. ეს სამინისტრო ერთადერთია, რომლის ხელმძღვანელიც ახალი პრემიერის პირობებში შეიცვლება. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთავრობას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა საკომიტეტო მოსმენებს დაესწრებიან, რადგან მინისტრობის კანდიდატებთან კითხვები აქვთ. 

"მე მგონი ამაში არაფერი გასაკვირი არ არის, ვის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ოპოზიცია უმრავლესობის მთავრობას დაუჭერდა მხარს, სადღაც ლოგიკაც არის ამაში, არავის მე მგონი ეს არ უკვირს, უმრავლესობის მხრიდან ცალსახად ექნება მხარდაჭერა მთავრობას", - თქვა დეპუტატმა გაგა კახიანმა.

დღესვე, ჩანიშნულია კიდევ ერთი სხდომა, სადაც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი