აშშ-მა იემენში ჰუთების სამიზნეების წინააღმდეგ მორიგი თავდასხმა განახორციელა

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ შეერთებული შტატების არმიამ კვირას იემენში დაარტყა ჰუთების ხომალდსაწინააღმდეგო და სახმელეთო თავდასხმის ფრთოსან რაკეტებს. 

CENTCOM-მა განაცხადა, რომ დაარტყეს ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსან რაკეტას, რომელიც მომზადებულები იყვნენ წითელ ზღვაში გემების წინააღმდეგ თავდასხმისთვის. 

ამის შემდეგ აშშ-ის ძალებმა დაარტყეს სახმელეთო თავდასხმის ფრთოსან რაკეტას, ხოლო ბოლო დარტყმა იემენის დროით დილის 10:30 საათზე მოხდა 4 ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტის წინააღმდეგ. აშშ აცხადებს, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ რეგიონში მყოფ სავაჭრო გემებსა და ამერიკულ სამხედრო გემებს.

ეს თავდასხმები, რომლებიც სულ უფრო ხშირი ხდება, ხდება ერთი დღის შემდეგ, რაც აშშ-გაერთიანებული სამეფოს ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში, იემენის 13 სხვადასხვა ადგილზე, დარტყმა მოხდა 36 სამიზნეზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი