პარლამენტმა განახლებული მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცედურები დაიწყო. დღეიდან მინისტრობის კანდიდატებს საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. უკვე 8 თებერვალს კი საპარლამენტო უმრავლესობა ახალ პრემიერსა და კაბინეტს განახლებულ შემადგენლობას უკვე სასესიო ფორმატში დაამტკიცებს.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ძალოვან მინისტრებს უსმენენ. განხილვა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
ოპოზიციონერებს შს მინისტრობის კანდიდატთან, ვახტანგ გომელაურთან რუსების უკონტროლო შემოსვლაზე, შოვის ტრაგედიის გამოძიებაზე, ნარკოპოლიტიკასა და სხვა აქტუალურ თემებზე აქვთ შეკითხვები.
ამ ყველაფერს კი "ოცნების" მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა. ისინი რუსული კანონის ხსენებამაც გამოიყვანა წყობიდან.