რუსეთში ვერტმფრენი "მი-8" ჩამოვარდა

გამოქვეყნდა:

რუსეთში, კარელიის მხარეში ჩამოვარდა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ვერტმფრენი Mi-8.  სამინისტრომ 4 თებერვალს განაცხადა, რომ ვერტმფრენთან კავშირი შეწყდა, უწყების ცნობით, ის ონეგის ტბის თავზე საწვრთნელ ფრენას ასრულებდა.

სამინისტრო ამბობს, რომ ვერტმფრენზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. 

დღეს სამინისტრომ გაავრცელა ცნობა, რომ ვერტმფრენის ნამსხვრევები ტბის სანაპიროდან 11 კილომეტრში აღმოაჩინეს, იმ ადგილზე, სადაც ფრაგმენტები ნახეს, ტბის სიღრმე 40-დან 50 მეტრამდე მერყეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი