გამოქვეყნდა კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანი 2023 წლის ქონებრივი დეკლარაცია, რომლითაც ირკვევა, რომ მან ხატმწერის მომსახურებით ისარგებლა, რაშიც 6 600 ლარი დახარჯა.
გარდა ამისა, მინისტრის ხარჯებს შორისაა:
დეკლარაციის მიხედვით, მინისტრის წლიური ხელფასი - 72 600 ლარი იყო, რაც თვეში 6 050 ლარის შემოსავალს ნიშნავს. შემოსავალში წულუკიანს უფიქსირდება 30 700 ლარი განმარტებით - ახლო ნათესავის მიერ მის სასარგებლოდ აღებული საბანკო სესხის დაფარვა.
რაც შეეხება მის ქმარს - ნუგზარ კაკულია ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში პროგრამების განვითარების დარგში კონსულტანტის პოზიციაზეა დასაქმებული და მისი წლიური ხელფასი - 44 154,9 ლარი იყო. მან 2023 წლის დეკლარაციის მიხედვით გააჩუქა 12 000 დოლარის ღირებულების მანქანა, ასევე 9 000 ლარი მიიღო გასასხებული თანხის დაბრუნების ფორმით.