რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს | არის მსხვერპლი

გამოქვეყნდა:

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რუსული დაბომბვის შედეგად ქალაქის ცენტრში გაჩნდა ხანძარი. ცეცხლი ერთ-ერთ ავტომობილს გაუჩნდა. 

"12:00 საათის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ხერსონი დროებით ოკუპირებული მარცხენა სანაპიროდან დაბომბეს. მტრის ჭურვების ზემოქმედების გამო, ქალაქის ცენტრში ხანძარი გაჩნდა. გამოძახების ადგილზე მისვლისთანავე მაშველებმა 2 მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ზუსტდება," - ამბობს ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, რომან მროჩკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი