4-მა კომიტეტმა კობახიძის პროგრამასა და მინისტრობის კანდიდატებისთვის ნდობის გამოცხადებას მხარი დაუჭრა

გამოქვეყნდა:

სამთავრობო პროგრამას და პრემიერობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 4 კომიტეტის - იურიდიული, ადამიანის უფლებათა, თავდაცვისა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მხარი დაუჭირეს.

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის, იუსტიციის, შს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

პარლამენტში ამჟამად მეორე სხდომა მიმდინარეობს, სადაც განათლების, კულტურის, ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.

საკომიტეტო მოსმენები 6 და 7 თებერვალსაც გაგრძელდება. 8 თებერვალს კი პლენარულ სხდომაზე უმრავლესობა ირაკლი კობახიძის მთავრობას საბოლოოდ დაამტკიცებს.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი