"გიგას ერთი თეთრი არ აქვს მითვისებული, პირიქით, ზედმეტობით აქვს გადახდილი" | ადვოკატი კობალაძეზე

გამოქვეყნდა:

გიგა კობალაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, გამოკითხვაზე მივიდა. როგორც შესვლამდე, მისმა ადვოკატმა განაცხადა, კობალაძის მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და დაკავების მოლოდინიც არ არსებობს:

"გიგას ერთი ცენტი, თეთრი, რომელ ვალუტაშიც იყოს, არ აქვს მითვისებული და არც მითუმეტეს გაფლანგული. პირიქით, ზედმეტობით აქვს გადახდილი ყველა იმ ავტორ-შემსრულებლებისთვის და მათ შორის, განმცხადებლებისთვისაც, კარგად გაიარონ კონსულტაცია თავიანთ იურისტებთან.
რატომ უნდა დააკავონ? გიგა არ აქვს მოლოდინი და არც სამართალს არ აქვს მოლოდინი და გიგა სუბიექტი ვერ იქნება" ამბობს უფლებადამცველი მალხაზ სალაყაია.

შეგახსენებთ, საავტორო უფლებათა ასოციაციაში 2 თებერვალს ფინანსური შევიდა. ამოღებულია დოკუმენტაცია და კომპიუტერები. საგამოძიებო უწყება ასოციაციის ხელმძღვანელს, გიგა კობალაძეს  ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისებას ედავება.

უწყების ცნობით, გამოძიება ავტორ-შემსრულებელთა კოლექტიური განცხადების საფუძველზე დაიწყო. თავად კობალაძე ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ საავტორო უფლებათა ასოციაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის რუსული სცენარი, რომელსაც ქართული ოცნება ახორციელებს. მისი თქმით, უკვე წლებია ხელისუფლება საავტორო უფლებათა რუსულ კომპანიას ლობირებს, რომელიც ქართულ ბაზარზე ცდილობს დამკვიდრებას. 

პროტესტი თბილისის ქუჩებში | "მთავარის" სპეცეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი