მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული, ეს თითოეულ ჩვენგანს უხარია | ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუმჯობესებული. ეს რა თქმა უნდა, თითოეულ ჩვენგანს უხარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით იმას, რომ ვართ მოწადინებული, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს საუკეთესო მდგომარეობაში და ყველაფერს ვაკეთებდით, ამჟამადაც ვაკეთებთ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ...

რაც შეეხება გადაყვანას, ამასთან დაკავშირებითაც არაერთხელ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებულ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ,  რაც ჩვენ გვექნება ექიმებისგან დასტური იმის შესახებ, რომ მისი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა არის რეკომენდებული." 

ამბობს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი