
ბულგარელმა სამართალდამცავებმა რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა თანამშრომელმა საიდუმლო ინფორმაცია სოფიაში რუსეთის საელჩოს ყოფილ დიპლომატს გადასცა, რომელიც ცოტა ხნის წინ პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
აღნიშნული პირი, უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში დააკავეს. სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებები სოფიას ქალაქის პროკურატურის ზედამხედველობით მიმდინარეობს. საქმეს ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტოც აწარმოებს. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოებიც.