ღვარცოფი და წყალდიდობა კალიფორნიაში | შტატის 10 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

ღვარცოფი, ძლიერი ქარი და წყალდიდობა კალიფორნიაში - სტიქიის გამო, მილიონზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. როგორც BBC წერს, შტატის 10 ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ორანჯის ოლქის ხელისუფლებამ ზოგიერთ რეგიონში ნებაყოფლობითი ევაკუაცია გამოაცხადა. ამინდის ეროვნული სამსახურის ცნობით, არსებობს მეწყრული და ღვარცოფის საფრთხე. სტიქიის გამო სანტა ბარბარას აეროპორტიდან ფრენები გაუქმდა.

დაღუპულების და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი