
"ჰამასის" ბატალიონების 75% განადგურებულია", - ამის შესახებ IDF-ის ჯარისკაცებთან საუბრისას, ლატრუნში, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა და აღნიშნა, რომ "სრული გამარჯვების შემცვლელი არ არსებობს".
"ჩვენ ტოტალური გამარჯვების გზაზე ვართ და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ამის ერთგული ვართ და არ დავთმობთ მას. ჩვენ არ დავასრულებთ ომს ტოტალური გამარჯვების მიღწევის გარეშე, რომელიც აღადგენს უსაფრთხოებას როგორც სამხრეთში, ასევე ჩრდილოეთში", - უთხრა ნეთანიაჰუმ 8104 ბატალიონის სატანკო ეკიპაჟს.
ნეთანიაჰუს თქმით, თუ ისრაელი არ მიაღწევს ამ მიზანს და ისრაელის მოსახლეობა სახლებში არ დაბრუნდება, მორიგი "ხოცვა-ჟლეტა მხოლოდ დროის საკითხია", "ჰეზბოლა" და სხვა ჯგუფები კი, მისი თქმით, რეგიონს აფუჭებენ.
ნეთანიაჰუს თქმითვე, ისრაელმა "ჰამასის" ცოცხალი ძალის ნახევარზე მეტი უკვე გაანადგურა, 24 ბატალიონიდან 18 დაამარცხა და "ჰამასის" გვირაბების ქსელს აქტიურად "ანგრევს და ანადგურებს".