სკოლების დიდი ნაწილი სასწავლო წელს მოუმზადებელი ხვდება. ახალი კორონავირუსის გამო გამკაცრებული სანიტარული მოთხოვნების მიუხედავად სკოლების დიდ ნაწილში ჰიგიენა არ არის დაცული.
ზოგიერთ სკოლაში კი სარემონტო სამუშაოები ახლახანს დაიწყო. უცნობია, დაიწყება თუ არა სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს ამ სკოლებში.