ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში | დეპუტატები, მთელი დღეა, კობახიძის "ახალ მთავრობას" უსმენენ

გამოქვეყნდა:

ახალი მთავრობის საპარლამენტო განხილვის პროცესი დღეს დაიწყო. ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში მთელი დღე დაპირისპირებისა და შეურაცხყოფების ფონზე მიმდინარეობდა. მწვავე კამათი დარბაზში ხელისუფლებას და ოპონენტებს შორის განუწყვეტლივ გრძელდებოდა - და ბოლოს დასრულდა იმით, რომ ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებისა და "ქართული ოცნების" კორუფციაში დადანაშულების გამო სალომე სამადაშვილი დარბაზიდან გააძევეს. საბოლოო ჯამში, ძალოვანი მინისტრების საკომიტეტო მოსმენები უშინაარსო იყო და საკვანძო უწყებების პირველ პირებს ახალი არაფერი უთქვამთ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი