
ჩილეში ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ასობით ადამიანი ამ დრომდე კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. როგორც ხელისუფლება ამბობს, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ისევ გაიზრდება.
ჩილეს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხანძრის 165 კერა ფიქსირდება. ცეცხლმა დააზიანა სახლები ლა ესტრელასში, ნავიდადსა და კილპუეშიც.
ხანძრის გამომწვევ მიზეზად მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი სახელდება.