
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი, ახლო აღმოსავლეთსში ჩავიდა. როგორც BBC წერს, ბლინკენი თავდაპირველად საუდის არაბეთში ჩავიდა, სადაც პრინც მუჰამედ ბინ სალმანს და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ფაისალ ბინ ფარჰანს შეხვდა.
ვიზიტი ხუთშაბათამდე გაგრძელდება და საუდის არაბეთის შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ეწვევა ეგვიპტეს, კატარს, ისრაელსა და დასავლეთ სანაპიროს.
როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი აცხადებს, დიპლომატიური მისიის დიდი ნაწილი "ჰამასის" მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევას დაეთმობა.