დედაჩემი რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით - ანუკი არეშიძე

გამოქვეყნდა:

კახა კალაძის ცოლი, ანუკი არეშიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედამისი სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორიიდან გაიყვანეს. 

გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს დედაჩემმა დატოვა სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისის" ტერიტორია. დედა იმყოფება ჩაქვში, ექიმების მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე და როგორც ყველა მისი კოლეგა, რჩება სასტუმროში ინსტრუქციის სრული დაცვით, - წერს ანუკი არეშიძე.

კორონავირუსის შემთხვევის გამო ჩაკეტილი სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი" მხოლოდ 15 წუთით გაიხსნა.

ტერიტორია ექიმთა იმ ჯგუფმა დატოვა, რომელთაც ჩაქვის სასტუმროში კონფერენცია უტარდებოდათ. ამ ექიმთა ჯგუფიდან ერთ-ერთს covid-19 დაუდასტურდა . "მთავარის" ინფორმაციით, ამ ექიმთა ჯგუფში ასევე  იმყოფებოდა კახა კალაძის სიდედრი. სავარაუდოდ, სწორედ მის გამოსაყვანად გაიხსნა სასტუმროს ტერიტორია მცირე დროის განმავლობაში.

კორონავირუსის დადასტურებული ფაქტის გამო  "დრიმლენდ ოაზისი" დღეს, 2 სექტემბრის  დილიდან  ჩაიკეტა. 900-მდე სტუმარს ტერიტორიის დატოვება აეკრძალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი