ჩაქვში მდებარე სასტუმრო "დრიმლენდ ოაზისი" ჩაიკეტა. 900-მდე სტუმარს ტერიტორიის დატოვება ეკრძალება. შეჩერებულია ახალი დამსვენებლების მიღებაც.
მიზეზი სასტუმროში კორონავირუსით ინფიცირების შესაძლო შემთხვევაა. ერთ-ერთი სტუმარი, მაღალი ტემპერატურის გამო, ცხელების ცენტრში გადაიყვანეს. თუმცა, პირველადი კვლევებით, მას კოვიდ-19 არ დაუდასტურდა.
ცნობისთვის, აჭარაში გაუარესებული ეპიდსიტუაციის გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობა, ტურისტების ნაკადის შემცირების შემდეგ, რეგიონის ჩაკეტვას გეგმავს. გავრცელებულ ხმას აჭარის ჩაკეტვაზე უარყოფს ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.