"2021-2022 წლებში სამმა მუნიციპალიტეტმა 3.5 მლნ-ის ინფრასტრუქტურული პროექტები ხარისხის სათანადო შემოწმების გარეშე ჩაიბარა", - ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ დროს, თითოეული ამ მუნიციპალიტეტის განკარგულებაშია სპეციალური ინსპექტირების ჯგუფები და საექსპერტო დაწესებულებები, რომელთაც ხარისხის შემოწმება ევალებათ.
"მუნიციპალიტეტების ხარჯები პროექტებში, რომლებსაც შემდგომში ხარვეზი დაუდგინდათ:
• ადიგენი - 834 ათასი ლარი
• ნინოწმინდა - 925 ათასი ლარი
• ახალციხე - 1.7 მილიონი ლარი
ამ დროს, თითოეულ ამ მუნიციპალიტეტის განკარგულებაშია სპეციალური ინსპექტირების ჯგუფები და საექსპერტო დაწესებულებები, რომელთაც ხარისხის შემოწმება ევალებათ.
საგარანტიო ვადებში მონიტორინგის შედეგად მერიას დამატებითი ხარჯების თავიდან არიდება და პასუხისმგებელი კომპანიისთვის ხარვეზის გამოსწორების მოთხოვნა შეუძლია.
თუმცა, დაზიანებების და ხარვეზების მიუხედავად, მერიებს მთელ რიგ შემთხვევებში სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებიათ", - წერს ორგანიზაცია.