
კორონავირუსის გაზრდილი სტატისტიკის გამო, თბილისის მერია ისევ დისტანციურ მუშაობაზე გადადის. კახა კალაძემ მითითება შესაბამის სამსახურებს უკვე მისცა.
დედაქალაქის მერის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანი ვირუსის გავრცელებისთვის ხელის შეშლაა.
იცით, რომ 38 ახალი ინფიცირებული გვყავს ქვეყანასი. ამიტომ, ჩემი თხოვნა იქნება, რომ მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, ადამიანები, ვინც შეგიძლიათ სახლიდან ამუშაოთ და დისტანციურად ამუშაოთ, ეს ყველაფერი დავტოვოთ ძალაში და გავითვალისწინოთ. ასევე პირბადეები თვითონ მერიის შენობაში და ყველა დაწესებულებაში, აუცილებელია პირბადეებით გადაადგილება, რომ ეს ყველაფერი დაცული იყოს, - ამბობს კალაძე.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 27 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. აპრილის შემდეგ კი ეს ახალი ინფიცირებულების რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების ყველაზე მეტი, 18 ახალი შემთხვევა, სწორედ ბათუმში გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 26 მილიონს უახლოვდება, 860 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა.