რუსული სარაკეტო თავდასხმა ხარკოვზე | მაშველებმა სასტუმროს ნანგრევებიდან ბავშვის ცხედარი ამოასვენეს

გამოქვეყნდა:

უკრაინული მედია იუწყება, რომ ხარკოვის ოლქში, სოფელ ზოლოჩევში მდებარე სასტუმროს ნანგრევებიდან მაშველებმა 2 თვის ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 3 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

"მორიგი ტერორი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. მაშველებმა 2023 წლის 4 დეკემბერს დაბადებული 2 თვის ბიჭის ცხედარი სამსართულიანი სასტუმროს ნანგრევებიდან ამოასვენეს. 21, 28 და 39 წლის ქალები კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორისა იყო გარდაცვლილი ბავშვის დედაც", - ამბობს ხარკოვის ოლქის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი.

მისი თქმით, რუსმა ოკუპანტებმა ღამით სოფელს ორი S-300 რაკეტით შეუტიეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რუსული თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა სასტუმროს გვერდით მდებარე ორსართულიან კორპუსშიც. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია. თუმცა, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება. 

ჯამში ხარკოვში ღამით დაზიანდა 7 კერძო სახლი, 19 სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტი (მაღაზიები, კაფეები...), 2 ადმინისტრაციული შენობა და, სულ მცირე, 5 მანქანა. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი