აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, თოვისა და ძლიერი წვიმის გამო, მაღალმთიან აჭარაში, რამდენიმე ადგილას მეწყრული პროცესები განვითარდა.
"ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში დაიმეწყრა როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის, ასევე ცენტრალური საავტომობილო გზები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამეწყრილი ლოკაციების გაწმენდითი სამუშაოები. მობილიზებულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა და ადამიანური რესურსი", - ნათქვამია განცხადებაში.