პრეზიდენტის მოხსენების ფონზე, "ქართული ოცნების" ნაწილმა პარლამენტის დარბაზი დატოვა. მიზეზი, სავარაუდოდ, ის კრიტიკული განცხადებებია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ტრიბუნიდან აკეთებს.
მანამდე კი წლიური ანგარიშით მისულ სალომე ზურაბიშვილს "ოცნების" დეპუტატები ფეხზე არ წამოუდგნენ, რაც პროტოკოლის დარღვევაა.
შეგახსენებთ, რომ ზურაბიშვილი დღეს პრეზიდენტის რანგში ბოლო მოხსენებით გამოდის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე.