"პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი" | პრეზიდენტის მიმართვა საზოგადოებასა და დიასპორას

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილმა წლიური მოხსენებისას საპარლამენტო ტრიბუნიდან საზოგადოებასა და დიასპორას მიმართა და აღნიშნა, რომ მათი როლი და ჩართულობა ევროპული მიზნის მიღწევაში, გადამწყვეტი იქნება. პრეზიდენტმა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ემიგრანტების მონაწილეობაზე ისაუბრა და მათ მოუწოდა, დროულად გაიარონ საკონსულო რეგისტრაცია:

"მივმართავ საზოგადოებას - მიზნის მიღწევაში თქვენი როლი და ჩართულობა გადამწყვეტი იქნება.
ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე  უცნაურია, თუ რატომ უნდა ვრცელდებოდეს, ან ვიღაც ცდილობდეს გაავრცელოს ერთგვარი უიმედობა, თვითგმობა და პესიმიზმი. დღეს ჩვენს ქვეყანაში ამას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. არცერთს არ გვაქვს უფლება, რომ გავჩერდეთ, მივყვეთ ინერციას, თუ მივეცეთ უმოქმედობას და ხელიდან გავუშვათ ჩვენი მომავლის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ხელმისაწვდომი შესაძლებლობა.
ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, თქვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა და მოვალეობაა აქტიურად ჩაერთოთ ამ არჩევნებში.
აქტიურად ჩართვა ნიშნავს სრულ მობილიზაციას. თუ მომავალი დღეს წყდება, ამ მომავლის შექმნაში არმონაწილეობა დანაშაულია! 

მივმართავ დიასპორაში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებსაც არა ნაკლებ ევალებათ ქვეყნის მომავლის შექმნაში მონაწილეობა: თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი უფლებები, დროულად გაიაროთ საკონსულო რეგისტრაცია, რათა  უმოკლეს ვადებში შეძლოთ ახალი საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნა, რაც კანონით გეკუთვნით. სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, მოითხოვოთ არჩევნების დღეების გაზრდა. უნდა იცოდეთ, რომ არჩევნებში მონაწილეობა თუნდაც არალეგალებისთვის საფრთხის მქონე არ არის, რასაც ჩვენი პარტნიორები სიტყვიერად, თუ პრაქტიკით ადასტურებენ. მე პირადად ვიქნები თქვენი საარჩევნო უფლებების დამცველი." აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი