მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და ელაპარაკონ ხალხს | იოსელიანი

გამოქვეყნდა:

სახალხო დამცველი ქვეყნის მომავალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ერთხელაც არ არის ნამყოფი, ასევე ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს,  მოუწოდებს კონფლიქტის ზონაში ჩავიდეს. ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები უნდა იცნობდნენ, რა მძიმე პირობებში უწევს ცხოვრება ხალხს არარსებულ საზღვართან მდებარე სოფლებში. 

"მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ყველა ჩამოვიდეს საოკუპაციო ხაზთან ხელისუფლების წარმომადგენლები და ელაპარაკონ ხალხს, დაინტერესდნენ მათი პრობლემებით და შესაბამისი ნაბიჯები გადადგან, რომ ადამიანების ცხოვრება ამ პირობებში გაუმჯობესდეს და ხელმისაწვდომი იყოს ყველა სერვისი, რომელიც მაგალითად შესაძლებელი არის თბილისში. მაგალითად ინტერნეტი, რომელიც ამ სოფელში არ არის და ერთ- ერთი საკითხი ეს არის, რომელიც დააყენეს რომ ინტერნეტის პრობლემა რამენაირად მოგვარდეს" თქვა იოსელიანმა. 

ომბუდსმენი დღეს ჯარიაშენსა და ქვეშში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნო. ორივე სოფელში უსაფრთხოების პრობლემაა, ჯარიაშენში კი ოკუპაციასთან ერთად სოფლის მიწების გასხვისებასაც აპროტესტებენ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი