სტამბოლში ორმა შეიარაღებულმა სასამართლოსთან ცეცხლი გახსნა | დაჭრილია 6 პირი

გამოქვეყნდა:

ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი პოლიციელი დაიჭრა სამშაბათს სტამბოლში, სასამართლოსთან, პოლიციის საგუშაგოზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს.

თურქეთის შინაგან საქემთა მინისტრმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები - ქალი და კაცი - მემარცხენე DHKP-C მებრძოლთა ჯგუფის წევრები იყვნენ. მინისტრის თქმით, ისინი "განიეტრალდნენ" საპასუხო ცეცხლის გახსნის დროს. DHKP-C თურქეთში ტერორისტულ დაჯგუფებადაა აღიარებული.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი