უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხომალდების დაახლოებით 33% დააზიანეს. უფრო კონკრეტულად კი საუბარია 24 გემსა და 1 წყალქვეშა ნავზე.
ღია წყაროების მონაცემებით, ფართომასშტაბიანი შემოჭრის დასაწყისში რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტს 74 საბრძოლო ხომალდი ჰყავდა - წერს გენშტაბი.