რუსთავის გზატკეცილზე, მარკეტში, კორონავირუსის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის ახალი შემთხვევები რუსთავის გზატკეცილზე მდებარე ერთ-ერთ მაღაზიაშიც დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მთავარს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მიაწოდა. 

დეტალებთან დაკავშირებით ის არ საუბრობს და გვეუბნება მხოლოდ იმას, რომ: "ყველა ზომა მიღებული აქვთ".

გარდა ამ შემთხვევისა, კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა  თბილისში ვაჟა-ფშაველას გამზირზე,სამედიცინო უნივერსიტეტთან  მდებარე მაღაზია „ნიკორაში“.

2 სექტემბრის მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსით ინფიცირებულია - 1 548
  • გამოჯანმრთელებულია - 1 270
  • მათ შორის გარდაცვლილია - 19
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6059
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 239, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი