ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი იქნება

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის ახალი პრემიერმინისტრი ოლჟას ბეკტენოვი გახდა. მის კანდიდატურას კენჭი პარლამენტში დღეს უყარეს. 69 დეპუტატმა ბეკტენოვი მხარი დაუჭირა, 7-მა კი თავი შეიკავა. შემდეგ კი პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ხელი მოაწერა განკარგულებას მისი დანიშვნის შესახებ. 

ბეკტენოვი 2023 წლის აპრილიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მანამდე კი ანტიკორუფციულ სამსახურსა და იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა.

მინისტრთა ახალი კაბინეტი უახლოეს მომავალში დაკომპლექტდება. არსებული ინფორმაციით, თანამდებობას შეინარჩუნებს ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მურატ ნურტლეუმი, რომელიც პრემიერის მოადგილეც იქნება.

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 5 თებერვალს მთავრობა გადააყენა. მან განაცხადა, რომ მთავრობის მუშაობაში "ახალი იმპულსის" შეტანა იყო აუცილებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი