პარლამენტში მინისტრობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკისა და საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრობის კანდიდატებს უსმენენ.
მოსმენის დაწყებამდე დეპუტატმა ნინო წილოსანმა კომიტეტის ხელმძღვანელს, დავით სონღულაშვილს მითითება მისცა:
"ვინც შეიძლება გამოირჩეოდნენ ღირსების შემლახავი ეპითეტებით, ან შეურაცხმყოფელი გამოსვლებით, გთხოვდით, რომ დაატოვებინოთ დარბაზი" - თქვა წილოსანმა
პასუხად, სონღულაშვილმა განაცხადა - "ვინც დაარღვევს სამუშაო წესრიგს და ვერ ჩაჯდება სამუშაო გრაფიკში კომიტეტის სხდომის ნაწილში ვერ გამოგვყვება".