
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ანტონი ბლინკენი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის ხვდება, სადაც მძევლების გათავისუფლებას, ომის შემდგომ ღაზას გეგმებსა და არაბული ქვეყნებსა და ისრაელს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პერსპექტივას განიხილავს.
ცნობილია, რომ ის ეგვიპტეს და კატარს ისრაელში ჩასვლამდე სტუმრობს.
შეგახსენებთ, რომ ეს ბლინკენის უკვე მეხუთე ვიზიტია რეგიონში მას შემდეგ, რაც "ჰამასი" ისრაელს თავს დაესხა.