
"ჰამასის" ხელმძღვანელობა, მათ შორის მისი ლიდერი იაჰია სინვარი გაქცეულია - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა. მისი თქმით, ისრაელის ძალები ღაზის სექტორში სამხრეთისკენ სვლას განაგრძობენ.
გალანტი ამბობს, რომ იაჰია სინვარს მებრძოლებთან კავშირი არ აქვს და ერთი სამალავიდან მეორეში გადადის საკუთარი თავის გადასარჩენად.
"ისრაელის სამხედრო ოპერაცია, სამხრეთის ქალაქ ხან-იუნისში თავის მიზნებს მალე მიაღწევს, რადგან ჯარები რაფაში სამხრეთისკენ მიწევენ, რომელიც "ჰამასის" ბოლო დასაყრდენია. ჩვენი ძალები ადგილზე მოქმედებენ ღაზის სექტორის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე "ჰამასის" ლიდერს, იაჰია სინვარს მებრძოლებთან კავშირი არ აქვს და ერთი სამალავიდან მეორეში გადადის საკუთარი თავის გადასარჩენად. ის "ჰამასის" ხელმძღვანელის ნაცვლად, გაქცეულ ტერორისტად იქცა" - ამბობს გალანტი.