სალომე ზურაბიშვილის ბოლო საპრეზიდენტო ანგარიში პარლამენტს | "ოცნება" პრეზიდენტის კრიტიკულმა გზავნილებმა გააღიზიანა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის ბოლო საპრეზიდენტო ანგარიში პარლამენტს და "ქართული ოცნების" მხილების მორიგი სერია. ბოლო პერიოდში სახელმწიფოს მეთაურისგან კრიტიკას შეჩვეული საზოგადოებისთვისაც კი ზურაბიშვილი დღეს გამორჩეულად ხისტი იყო. საპრეზიდენტო ვადის ბოლოს მან დაუფარავად მიიტანა იერიში ოლიგარქზე. პრეზიდენტის მწვავე შეკითხვების ადრესატი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო.

ბიძინა ივანიშვილის ხსენებას დარბაზში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. პოლიტიკური დემარშის რეჟიმში მყოფი "ქართული ოცნების" ნაწილმა ოლიგარქის კრიტიკული შეფასების შემდგომ დარბაზიც კი დატოვა. სხვებმა დუმილი შინარჩუნეს, თუმცა მხოლოდ დროებით - "ოცნების" ოდიოზურმა ლიდერებმა პრეზიდნტს ჩვეული სტილით, შეურაცხყოფების კასკადით უპასუხეს. დარბაზს მიღმა, მედიასთან ინტერვიუებში განსაკუთრებით გამორჩეული პრემიერმინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე იყო.
 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი