ერთობის პლატფორმა ევროპისთვის - სალომე ზურაბიშვილი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს. პრეზიდენტი მოლაპარაკებების სივრცეს ხსნის და წინასაარჩევნოდ ხელისუფების ოპონენტებს ევროპული იდეის გარშემო გაერთიანებას სთავაზობს.
სახელმწიფოს მეთაური ღიად აცხადებს, რომ პლატფორმის მიზანია ფართე კონსესუსი შედგეს და ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანება შეუფერხებლად შეძლოს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე სამოქალაქო საზოგადოება მზად არის, მიიღოს პრეზიდენტის ინიციატივა და კონსოლიდირდეს სალომე ზურაბიშვილის იდეის გარშემო. ჯერ უცნობია, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, თუმცა უკვე გარკვეულია, რომ პროდასავლური ძალები პრეზიდენტთან შეხვედრაზე საკუთარი ინიციატივებით მივლენ.