სახელმწიფო უწყებაში გამდიდრებული "ოცნების" მაღალჩინოსანი. სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ყურადღების ცენტრში მრავალმილიონიანი ქონებით მოექცა, რომელიც ლევან გამყრელიძემ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ დააგროვა. ქონებრივი დეკლარაციით ირკვევა, რომ გამყრელიძე ფლობს მიწის ნაკვეთს ბაკურიანში, აგარაკს და მდიდრულ სახლს და ეს ყველაფერი ერთ წელიწადში შეიძინა. ამავე დეკლარაციით დგინდება, რომ მაღალჩინოსნის შემოსავლები და ამავე პერიოდში შეძენილი ქონება მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც მკვლევარების შეფასებით ღიად კორუფციის ნიშნებს შეიცავს.