NYT: ღაზაში დაკავებული 136 მძევლიდან სულ მცირე 32 დაღუპულია

გამოქვეყნდა:

ღაზაში დაკავებული 136 მძევლიდან სულ მცირე 32 დაღუპულია. ამის შესახებ New York Times-ის სტატიაშია საუბარი. მძევლებისა და დაკარგული ოჯახების ფორუმის თქმით, IDF-მა სტატიის გამოქვეყნებამდე განუცხადა, რომ 31-მძევალი დაიღუპა.

"ჩვენთან არსებული ოფიციალური მონაცემებით 31 მსხვერპლია. სტატიის გავრცელებამდე მოკავშირე ოფიცრებმა გატაცებულთა ყველა ოჯახს გაუგზავნეს ოფიციალური შეტყობინება, რომ სიტუაციის შეფასებაში ცვლილება არ არის", - ნათქვამია ფორუმის განცხადებაში.

NYT-ის ცნობით, მძევლების უმეტესობა 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს დაიღუპა. სტატიის თანახმად, IDF კიდევ ოცი მრევლის სიკვდილის შესახებ ინფორმაციის დადასტურებას ელოდება.

სამხედროებმა ადრე განაცხადეს, რომ 7 ოქტომბერს აყვანილი მძევლებიდან 29-ის სიკვდილი დადასტურდა, "ჰამასის" თავდასხმისას რომლის დროსაც ტერორისტებმა 1200 ადამიანი მოკლეს და 253 მძევლად აიყვანეს. მოგვიანებით "ჰამასმა" დროებითი ზავის შეთანხმებით 105 მძევალი გაათავისუფლა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი